22 ივნისი 2026,   00:29
ვრცლად
"სალონში კვამლის სუნი დგას" - Delta-ს თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აეროპორტში დაბრუნდა

აშშ-ში, ბოსტონში, Delta-ს თვითმფრინავი ლოგანის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა, რადგან სალონში კვამლის სუნი იგრძნეს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა და ბორტზე მყოფი 92 მგზავრიდან არავინ დაშავებულა.

Delta-ს ცნობით, რეისი 1398-ი ახალ ორლეანში, ლუი არმსტრონგის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიფრინავდა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, რეისი აეროპორტში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ეკიპაჟმა სალონში და პილოტების კაბინაში კვამლის შესახებ აცნობეს. თვითმფრინავი ბოსტონში კვირას, დილის 9:35 საათზე დაბრუნდა.

დღის ამბები