შეერთებული შტატების მიზანია რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპი ერთადერთია ვისაც ეს შანსი აქვს.
NBC News-თან ინტერვიუში მარკო რუბიომ თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ოვალურ კაბინეტში ეს ძალისხმევა ჩაშალა.
სახელმწიფო მდივანმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თქვა, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგზე იქნება დამოკიდებული.
"სამი წელი ვლადიმერ პუტინს სხვადასხვა ეპითეტით მოვიხსენიებდით. საქმე ამაში არაა. ახლა ვცდილობთ, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ. უკრაინელებს ეს ესმოდათ, მათ ეს არაერთხელ განუმარტეს, რომ ეს იყო ჩვენი სტრატეგია. ნუ იზამთ ისეთ რამეს, რომ ეს ჩაიშალოს, სამწუხაროდ, ზელენსკიმ ეს მოახერხა. უსაფრთხოების გარანტიებს მირჩევნია შეკავების პოლიტიკა ვუწოდო, რაც დამოკიდებული იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე", - განაცხადა მარკო რუბიომ.