26 აგვისტო 2026,   02:21
ვრცლად
საერთაშორისო განვითარების სააგენტოში საკადრო წმენდა დაიწყო - USAID-ის საქმე აქტუალობას არ კარგავს

15 წუთი USAID-ის სათავო ოფისის დასატოვებლად - საერთაშორისო განვითარების სააგენტოში საკადრო წმენდა დაიწყო. რაში იხარჯებოდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული?! - USAID-ის საქმე აქტუალობას არ კარგავს - გამოძიება გრძელდება.

ოფისის დაცლის პროცესი USAID-ის თანამშრომლების მხარდამჭერთა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, მათი უმეტესობის გათავისუფლების განკარგულება კი დონალდ ტრამპმა გასცა. ახლა კონგრესმა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა უნდა გამოიძიონ, რაში იხარჯებოდა მილიონობით დოლარი და რა მიზნებს ემსახურებოდა ამერიკული რბილი ძალა, შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.

მოკვლევის დასრულებამდე სააგენტოს პროექტების 90%-ზე მეტი გაყინული დარჩება. შენარჩუნება მხოლოდ ჯანდაცვისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებაზე გათვლილი პროგრამები. ყველა თანხმდება, რომ განვითარების სააგენტომ, წლების განმავლობაში, არაერთი ღირსეული საქმე გააკეთა, თუმცა ბრალდებები, რომელიც USAID-ის ირგვლივ ჟღერდება, საკმაოდ მძიმეა.

ტერორიზმის დაფინანსება, ცენზურა, სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა, მსოფლიოში რეჟიმების შეცვლის მცდელობა, ექსტრემისტული და რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ილონ მასკის დეპარტამენტმა მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს.

ამერიკელი გადამხდელის გადამხდელების ფული, USAID-ის გავლით, არაერთ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში ხვდებოდა - ბენეფიციარები, ხშირ შემთხვევაში, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ვაშინგტონს საკუთარი მტკიცებულებებიც წარუდგინოს. მმართველ გუნდში იხსენებენ ISFED-ის პარალელური დათვლის გაყალბებულ შედეგებს და სერბი ტრენერების მიერ ჩატარებულ "კანვასის" ტრენინგებს.

სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი და კონგრესი მოკვლევას დაასრულებენ, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების უმეტესი ნაწილი გაჩერებული იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში კი USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეასრულებს.

ბრალდებების ადრესატი მხოლოდ USAID-ის არ არის, ილონ მასკის დეპარტამენტს პრეტენზიები აქვს NED-თანაც. დემოკრატიის ეროვნულ ფონდი - 1983 წელს დაარსებული ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, როგორც თავად ორგანიზაციაში აცხადებენ, მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას ემსახურება.

"NED-ი კორუფციაშია ჩაძირული" - ამბობს მასკი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა. დემოკრატიის ეროვნული ფონდი ქართულ "ენჯეოებთანაც" თანამშრომლობდა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ NED-სგან წამოსული ფინანსები საქართველოში მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ და რევოლუციურ ქმედებებს ხმარდებოდა.

დღის ამბები