22 ივნისი 2026,   02:01
ვრცლად
"ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს, ეს განპირობებულია არა მხოლოდ მსხვერპლთა მიმართ ადამიანური სოლიდარობით, არამედ, ამ შემთხვევაში, საქმე პოლონეთის უსაფრთხოებასაც ეხება" - პოლონეთის პრემიერი

თავდაცვის სამიტზე დასასწრებად, ლონდონში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან. შეხვედრაზე, სადაც უკრაინის საკითხი უნდა განიხილონ, მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტი, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. ადგილზე უკვე მივიდა იტალიის პრემიერი.

სამიტის დაწყებამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უკრაინას უჭერს და ეს არა მხოლოდ მსხვერპლთა მიმართ ადამიანური სოლიდარობით არის განპირობებული, არამედ საქმე პოლონეთის უსაფრთხოებასაც ეხება.

"ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს, ეს განპირობებულია არა მხოლოდ მსხვერპლთა მიმართ ადამიანური სოლიდარობით, არამედ, ამ შემთხვევაში, საქმე პოლონეთის უსაფრთხოებასაც ეხება. არსებობს გარკვეული დილემა, რომ აშშ-ის პოზიცია უკრაინის მიმართ არ არის ისეთივე ცალსახა, როგორიც პოლონეთის, თუმცა ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ.

პოლონეთს აშშ-თან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ის მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენი ქვეყანა ლონდონის სამიტზე ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე – ფინეთში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ევროპელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოვა. მარტივია - პარადოქსია, ვიღაცამ სწორად აღნიშნა: 500 მილიონი ევროპელი სთხოვს 300 მილიონ ამერიკელს, რომ მათ დაიცვან ისინი 140 მილიონი რუსისგან", - აცხადებს დონალდ ტუსკი.

დღის ამბები