22 ივნისი 2026,   02:01
ვრცლად
სულ მცირე 37 დაღუპული და 40-მდე დაშავებული - ბოლივიაში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

ბოლივიაში, პოტოსის რეგიონში, ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. დაღუპულია, სულ მცირე, 37 და დაშავებულია 39 ადამიანი, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ავტობუსი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა.

პოტოსის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაღუპულთა და ჰოსპიტალიზებული დაშავებულების იდენტიფიცირებაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები