თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიუ იორკში, ლოს ანჯელესსა და ბოსტონში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ასობით ადამიანი შეიკრიბა. უკრაინის მხარდამჭერები შეიკრიბნენ თეთრ სახლთანაც.
უკრაინის დროშები ეკავათ აქციის მონაწილეებს ვერმონტის ერთ-ერთი სათხილამურო კურორტისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა.
ამერიკული მედიის ცნობით, დემონსტრაციის გამო, ვენსსა და მის ოჯახს სხვა ადგილას გადასვლა მოუწიათ.