ვაშინგტონის შემდეგ ლონდონი - უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისის პრემიერმა პირადად მიიწვია.
ხვალ გაერთიანებული სამეფო ევროპელი ლიდერების სამიტს უმასპინძლებს, სადაც უკრაინის საკითხი განიხილება. თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისაც და დონალდ ტრამპსაც, ბრიტანეთის პრემიერი ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც კირ სტარმერმა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.