უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრისას პრეზიდენტებს შორის დაძაბული საუბარი შედგა.
"თქვენ გსურთ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე, შემდეგ მივიდე და შეთანხმებაზე მოველაპარაკო - ეს ასე არ მუშაობს. მე არ ვარ არავის მხარს, მე არ ვარ პუტინის მხარეს, მე ვარ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე, მსოფლიოს მხარეს. მინდა ეს პრობლემა მოვაგვარო. პუტინის მიმართ ზელენსკის სიძულვილი არის ძალიან მძლავრი, რაც ართულებს შეთანხმების მიღწევას და მე მესმის ეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არც მეორე მხარეა შეყვარებული მასზე.