21 აგვისტო 2026,   13:17
ვრცლად
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მზარდი პროგნოზი - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

იანვარში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზიც მზარდია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, 2025 წლის ეკონომიკა 6 პროცენტით განსაზღვრა. რეგიონის სახელმწიფოებს შორის საქართველოს, ყველაზე მაღალი საპროგნოზო მონაცემები აქვს.

იბიარდის" პროგნოზის პარალელურად, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით იანვრის ეკონომიკურმა ზრდამ 11 პროცენტს გადააჭარბა. ექსპორტი 19 მთელი 3 მეათედით, იმპორტი კი 45 მთელი 5 მეათედი პროცენტით გაიზარდა.

საფინანსო აქტივობების დადებით დინამიკასა და პროგნოზებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მათი მოლოდინი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზეა დაფუძნებული.

ახალი მონაცემებიდან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ექსპერტები აქცენტს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე აკეთებენ. ანალიტიკოსები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებზეც საუბრობენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის დაზუსტებულ მონაცემებს, ყოველი თვის ბოლოს აქვეყნებს.

დღის ამბები