გაუქმებული არჩევნების გამო, The Economist -მა რუმინეთის სტატუსი "ჰიბრიდულ რეჟიმამდე" შეამცირა. ინფორმაციას სოციალურ ქსელ Z-ზე რუმინელი ჟურნალისტი იოზეფინა პასკალი ავრცელებს. მისივე ცნობით, ახლა, რუმინეთი - ერთადერთი "ჰიბრიდული" რეჟიმია ევროკავშირში, სადაც გადაწყვეტილებამ "შეარყია" კენჭისყრა და გამოიწვია არჩევნების ბათილად ცნობა.
"სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ანულირების შესახებ, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გაურკვეველ ცნობებს ეფუძნებოდა, გადაჭარბებულია და გამოძიების თანახმად, უკეთეს შემთხვევაში, საკამათოა", - წერს რუმინელი ჟურნალისტი.