27 აგვისტო 2026,   03:18
ვრცლად
"დღეის მდგომარეობით ჩაკეტილია 10 სოფელი, მაგრამ მოსახლეობასთან კონტაქტი არ შეწყვეტილა, 200 აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, მიმდინარებს აღდგენითი სამუშაოები" - ბაღდათის მერი

იმერეთში დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებს ებრძვიან. 60-მდე სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 9 000 აბონენტს.

სკოლებისა და ბაღების ნაწილში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან და შესაბამის უწყებებთან ერთად თავდაცვის ძალებიც მონაწილეობენ.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და პრობლემები იყო გდაადგილების მხრივაც, თუმცა ინტენსიურად მიმდინარებოდა გაწმენდითი სამუშაოები.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე ამბობს, ჩაკეტილია 10 სოფელი, მაგრამ მოსახლეობასთან კონტაქტი არ შეწყვეტილა.

"დღეის მდგომარეობით ჩაკეტილია 10 სოფელი, მაგრამ მოსახლეობასთან კონტაქტი არ შეგვწყვეტია. ადგილობრივი შტაბის წევრების საგანგებო სიტუაციების სამსახურის და თავდაცვის ძალების დახმარებით შევძელით, რომ მათთვის მიგვეწოდებინა როგორც მედიკამენტები, ასევე საკვები პროდუქტები. რაც შეეხება კომუნიკაციებს, დღეის მდგომარეობით 200 აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, მაგრამ მიმდინარებს აღდგენითი სამუშაოები. 30 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი მაგრამ იქაც მიმდინარეობს სამუშაოები და დღის ბოლოსთვის ველოდებით, რომ მთლიანად დაიტვირთოს გაზმომარაგება", - აცხადებს კახა ენუქიძე.

დღის ამბები