22 ივნისი 2026,   06:58
ვრცლად
"რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან უკვე გააკეთა" - კაია კალასის შეფასებით, ტრამპის განცხადებები რუსული ნარატივის გამეორებაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, ტრამპის განცხადებები რუსული ნარატივის გამეორებაა.

კაია კალასი  ამერიკის პრეზიდენტის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელშიც ტრამპი ამბობს, რომ უკრაინაში ომი NATO-ში გაერთიანების ამბიციების გამო დაიწყო.

"ჩემი კითხვაა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან უკვე გააკეთა? წარმოიდგინეთ, აქ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ ბინ ლადენთან რომ დამსხდარიყავით და გეთქვათ: კარგი, კიდევ რა გინდა?" - კალასის ინტერვიუს გარდიანი ავრცელებს.

დღის ამბები