ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის თეთრ სახლში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში ომის დასრულება და ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარანტიები განიხილეს.
კირ სტარმერის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს გეგმა, რათა მიაღწიონ შეთანხმებასა და მშვიდობას.
"განვიხილეთ გეგმა, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, რომელიც არის სამართლიანი, რომლის განხორციელებასაც უკრაინა ხელს შეუწყობს, რომელიც არ მისცემს საშუალებას პუტინს, დაბრუნდეს უფრო მეტისთვის. ჩვენ, დიდი ბრიტანეთი, მზად ვართ, სახმელეთო ჯარები და თვითმფრინავები გავგზავნოთ შეთანხმების მხარდასაჭერად. მოკავშირეებთან ერთად მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ შეთანხმებას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ მშვიდობა გაგრძელდეს", - განაცხადა კირ სტარმერმა.