22 ივნისი 2026,   07:02
ვრცლად
ისრაელში ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ხალხში ავტომობილი შევარდა - 53 წლის ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

ისრაელში ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ხალხში ავტომობილი შევარდა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას საავადმყოფოს წარმომადგენელი ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს ნაციონალისტური მოტივები ჰქონდა და ის იყო პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთით ჯენინიდან და ქვეყანაში  არაბ ცოლთან ერთად არალეგალურად ცხოვრობდა.

53 წლის ეჭვმიტანილი სროლის შედეგად მოკლეს, როდესაც პირველადი თავდასხმის შემდეგ ადგილიდან გაქცევისას პოლიციელის დანით დაჭრას ცდილობდა.

"წინასწარი დასკვნები მიუთითებს, რომ მან განზრახ დაუმიზნა მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ავტობუსს გაჩერებაზე ელოდნენ," - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

დღის ამბები