ისრაელში, ქალაქ პარდეს ჰანა-კარკურის გზაჯვარედინთან, პალესტინელი ტერორისტი მანქანით ფეხით მოსიარულეებში შევარდა, შედეგად 14 ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
დაშავებულთაგან ზოგის მდგომარეობა მძიმეა. კრიტიკულად მძიმედ კი, 17 წლის დაჭრილი გოგონაა.
ამავე ტერორისტული აქტის ფარგლებში ტერორისტმა ორი პოლიციელი ცივი იარაღითაც დაჭრა. ტერორისტი პოლიციამ გაანეიტრალა.