27 აგვისტო 2026,   03:15
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს 2012 წლიდან მოყოლებული, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ვიღაცას მისცეს მიზეზი ისაუბროს საქართველოს მხრიდან კურსის შეცვლაზე" - გიორგი ვოლკსი

"მთავარ შეკითხვაზე არის პასუხი გაუცემელი - რისთვის ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქციერებას? რისთვის, რომ საქართველო არ აჰყვა ტრენდს და მკაცრ მითითებას, რომ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში და თავისი რესურსი მიმართა იმისკენ, რომ სისხლისღვრა ყოფილიყო საქართველოში, როგორც შიდა დაპირისპირების, ასევე, ომში მონაწილეობის შედეგად. ამასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია," - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიეკრმა, გიორგი ვოლსკიმ თემთა პალატაში გამართულ განხილვა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელეს.

"სხვა პრეტენზია, ის, რომ საქართველო საგარეო კურსს იცვლის, ან ის, რომ არჩევნები ჩატარდა გაყალბებით, ასეთი რამ არ არსებობს. არსებობს რაღაც ტრენდი, არსებობს სცენარი, პროპაგანდა, მაგრამ ამის უკან არაფერი არ დევს, გარდა იმისა, რომ ვიღაცას აწყობს ასე იყოს.

ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, 2012 წლიდან მოყოლებული, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ვიღაცას მისცეს მიზეზი ისაუბროს საქართველოს მხრიდან კურსის შეცვლაზე," - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ახსენა დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევები და ამის გამო შეშფოთება გამოთქვა. სტივენ დაუთმა თქვა, რომ ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა შეაჩერა, დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის, სავიზო აკრძალვები და განაგრძობს მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.

დღის ამბები