27 აგვისტო 2026,   08:34
ვრცლად
იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული "ფარას" კანონი დაიხვეწება და შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ვინაიდან ეს საკმაოდ უხეში კანონია - ირაკლი კობახიძე

ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული "ფარას" კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ უხეში კანონი, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში დაიხვეწება ამერიკული "ფარას" კანონი და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირველად ვარიანტად „ფარას“ ზუსტი ანალოგის ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას.

"ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად "ფარას" ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის, ბუნებრივია, პარლამენტის საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები