რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ, დაკითხვის შემდეგ ბუქარესტის პროკურატურა დატოვა, სადაც მისი დაკითხვა დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ბრალი ედება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ საქმიანობაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ყალბ განცხადებებსა და ქსენოფობიური და ანტისემიტური ჯგუფების შექმნაში.
თავად ჯორჯესკუ აცხადებს, რომ ჩხრეკები მიზნად ისახავს მისი პრეზიდენტობის კანდიდატურის დაბლოკვას და რუმინეთს საბჭოთა წარსულში აბრუნებს.
ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა. მან 22%-ით გაიმარჯვა. სასამართლომ კი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო გააუქმა.