27 აგვისტო 2026,   06:51
ვრცლად
"ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი. ეს არის უფრო ფართო დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში მნიშვნელოვანია, საქართველო ყველაზე ნაკლები ზიანით გამოვიდეს, სანამ დიდი ძალები არ მიაღწევენ შეთანხმებას" - ნიკოლოზ სამხარაძე

"ჩვენი ამოცანაა, რომ ამ დიდ, გლობალურ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს არსებობს და არავის ეგონოს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის გამო, ეს ომი რაც დაიწყო. უკრაინა, უბრალოდ, ფაქტორი აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ვცდილობდით, რომ არ ვყოფილიყავით ამდენი ხნის განმავლობაში, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ომის თეატრი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყანა, ან სხვადასხვა ტერიტორია," - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა.

მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი უფრო ფართო დაპირისპირების არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკლები ზიანი მიადგეს.

"ომის პერიოდშიც კი ვიცოდით, რომ ვიეტნამშიც ერთმანეთს ებრძოდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკა, ავღანეთშიც ერთმანეთს ებრძოდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკა, აფრიკის ქვეყნებშიც ერთმანეთს ებრძოდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკა, ეს იყო იდეოლოგიური ბრძოლა. ამ შემთხვევაშიც, ალურად გვაქვს სურათი, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მოახდინა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, თუმცა, ეს ომი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის ომი და ეს არის უფრო ფართო დაპირისპირება. ამ ფართო დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო ყველაზე ნაკლები ზიანით გამოვიდეს, სანამ დიდი ძალები არ მიაღწევენ შეთანხმებას," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები