28 აგვისტო 2026,   19:21
ვრცლად
"როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ იმ მხარეს, სადაც ჩვენი უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება გარანტირებული" - გია ჯაფარიძე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე

"მე ამას ვუყურებ, როგორც გრძელ პროცესს. მე მგონია, რომ ჯერ უნდა მოხდეს უკრაინის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა. მგონია, რომ ამ ეტაპზე ვართ, ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ შეიძლება აშშ-მა გაზარდოს უკრაინის მიმართ დახმარება ისე, რომ ის შეთანხმება, რომელიც პოტენციურად შეიძლება დაიდოს, იყოს რაც შეიძლება უკეთესი აშშ-სა და უკრაინისთვის," - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველო უნდა იდგეს იმ მხარეს, სადაც მისი უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება.

"რა პირობებით დასრულდება ეს ომი, ეს ჯერ კიდევ სანახავია, ბევრნაირი სცენარი შეიძლება განვიხილოთ. ერთი პერიოდი, გერმანიაც იყო გაყოფილი, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს გაერთიანებული გერმანია, რომელიც არის NATO-ს წევრი. როდესაც გერმანია წევრიანდებოდა NATO-ში, მაშინაც იდგა გერმანიაში მსგავსი საკითხი და ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გადაწყდა ეს საკითხი. ნუ ვიტყვით, რომ რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები ვერ გაწევრიანდებიან NATO-ში, რადგან აგერ ვნახეთ, ფინეთი როგორ გაწევრიანდა ზუსტად ამ ომის პირობებში, როგორ გაფართოვდა NATO შვედეთის მიმართულებით.

ერთია, რა უნდა რუსეთს, მეორეა - რა უნდა დანარჩენ სამყაროს. რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ უნდა არსებობდეს, შეიძლება რომ ამას ჩვენ ავყვეთ, ან უნდა ავყვეთ რუსეთის სურვილს? ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რომ მაშინ, როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება, მაგრამ როცა დასრულდება, ჩვენ აღმოვჩნდეთ იმ მხარეს, სადაც ჩვენი უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება გარანტირებული. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ის სტრუქტურები, რასაც ჩვენ ვეძახით დასავლურ სტრუქტურებს," - აცხადებს გია ჯაფარიძე.

დღის ამბები