29 აგვისტო 2026,   22:44
ვრცლად
დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება:

"ძვირფასო მგზავრებო!

საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი,

კერძოდ:

27 თებერვალი:

#802/801 თბილისი-ბათუმი;

#804/803 თბილისი-ბათუმი;

#870/869 თბილისი-ზუგდიდი;

#874-873 თბილისი -ფოთი;

#618/617 თბილისი-ბორჯომი;

#686/685 თბილისი-ბორჯომი.

მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები