28 აგვისტო 2026,   16:50
ვრცლად
ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები - საპატრიარქო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები - განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.

ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები... ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.

ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.

P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" თანადგომისთვის", - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

დღის ამბები