საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი მუშაობს, მისი მანდატის ფარგლებში, არსებული ვალდებულებების შესრულებისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უგულებელყოფა.
ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის "თანამშრომლობა საქართველოსთან" მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაერო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.