26 აგვისტო 2026,   09:41
ვრცლად
"104 წლის წინ, ამ ადგილზე, დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა. 3 წლის წინ, ამ ადგილზე, გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა" - შალვა პაპუაშვილი

104 წლის წინ, ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ, ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას ითხოვდნენ.

"2022 წლის 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერმა, როდესაც უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო, ამ ადგილზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა. 104 წლის წინ, ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ, ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა 3 წელი და ახლა ყველა ხვდება, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა.

ყველა ხვდება, რომ მაშინაც გვყავდნენ ორჯონიკიძეები, 3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, გზის, საზღვრების ჩაკეტვას, რაც იყო პირდაპირი გზა ახალი ომისკენ, რაც იყო პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობის ხელახლა ხელყოფამდე. ეს ორჯონიკიძეები კვლავ არიან ჩვენ შორის. დღეს ვიცით, რომ არა მაშინდელი ხელისუფლების სწორი პოზიცია, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და და აქ იქნებოდა მეორე უკრაინა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები