აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა "პროვოცირებული" იყო.
როგორც სტივ უიტკოფი ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი - ის უნდა დასრულდეს.
"ომი საჭირო არ იყო - ის პროვოცირებული იყო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის პროვოცირებული იყო რუსების მიერ. მანამდე უამრავი საუბარი იყო უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე პრეზიდენტმაც განაცხადა. ეს არ უნდა მომხდარიყო, რადგან რუსეთი ამას საფრთხედ აღიქვამდა", - თქვა პოლიტიკოსმა CNN-ის ეთერში საუბრისას.