26 აგვისტო 2026,   04:09
ვრცლად
"ხედავენ, რომ საქართველო არ ექვემდებარება საერთაშორისო რადიკალური ლიბერალიზმის დღის წესრიგს, ამიტომ არიან შურისძიების რეჟიმზე გადასულები" - ირაკლი ქადაგიშვილი

ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს "ქართული ოცნება". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკა, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი ატარებს, კონტრპროდუქტიულია.

"გახსოვთ ევროკომისიის ერთ-ერთი ექსპერტის აღიარებითი განცხადება, რომ დღეს ბრძოლის ველი უნდა გადმოვიტანოთ საქართველოზე, სწორედ აი ეს არის, იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო ამ რადიკალური ლიბერალიზმის დღის წესრიგს. ამიტომ, მთელი ამ წყება მათ მიერ ვერგანხორციელებული ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებიდან გამომდინარე, დღეს, რა თქმა უნდა, შურისძიების რეჟიმში არიან გადასული. მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ შურისძიების განხორციელების საშუალებას მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მისცენ.

ერთი მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ამ შენობას წვავდნენ, როდესაც პოლიციელებს წვავდნენ, ვერცერთმა ევროპელმა თუ ევროკავშირის ლიდერმა ვერ გაბედა, ვერ გამოვიდა, რომ ეთქვა, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები