გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათი რჩება - მისი დახურვის შემდეგ კი, ეგზიტპოლების შედეგები გახდება ცნობილი.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში კონსერვატიული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" ლიდერობს. პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერი, ოლაფ შოლცი კი, ხმათა რაოდენობით, მე-3 ადგილს იკავებს.
შოლცმა, ცოტა ხნის წინა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც გერმანელ ამომრჩევლებს გადასახადების შემცირებასა და უკეთეს მომავალს სთავაზობს.
"კიდევ რამდენიმე საათით, ღიაა საარჩევნო უბნები. თქვენ წყვეტთ, როგორ დასრულდება არჩევნები. ასე რომ, წადით. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, ვის მისცეთ ხმა, წადით და გადაწყვიტეთ საარჩევნო კაბინაში. ჩემი რჩევა: ორივე ხმა სოციალ-დემოკრატებს, რადგან მხოლოდ ის უზრუნველყოფს, რომ გერმანიაში ყველაფერი კარგად გაგრძელდეს. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ეს ცხადია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ეკონომიკური პროგრესის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური ერთიანობის ინვესტიციების ხარჯზე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ, უკეთ გაუმკლავდნენ ცხოვრებას უკეთესი მინიმალური ხელფასით, მოსახლეობის ფართო უმრავლესობისთვის საგადასახადო შეღავათების შესაძლებლობებით და სტაბილური პენსიებით მათთვის, ვისაც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ ვიბრძვით კარგი საცხოვრებლისთვის და, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სურსათის ფასები არ გაიზარდოს. ჩვენ გთავაზობთ გადასახადების შემცირებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ გადაწყვიტოთ, რომ ეს ქვეყანა ერთიანი დარჩეს, რომ ჩვენ ერთად გვქონდეს კარგი მომავალი. ეს შესაძლებელია "სოციალ-დემოკრატების" ძლიერი მანდატით", - განაცხადა ოლაფ შოლმა.