29 აგვისტო 2026,   15:28
ვრცლად
"ახლა ყოველი ხმა მნიშვნელოვანია: გთხოვთ, მომანიჭოთ ნდობა" - ფრიდრიხ მერცი

2 საათი ხმის მიცემის დასრულებამდე - გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 დაიხურება, მანამდე კი არჩევნებში მონაწილე კანდიდატები საკუთარ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

BBC-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" ლიდერობს და, შესაბამისად, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება.

მერცი გერმანიის მოქალაქეებს მხარდაჭერასა და ნდობას სთხოვს.

"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი დღეა. მე ცოტა ხნის წინ ჩემს მშობლიურ საუერლანდში გავაკეთე ჩემი არჩევანი. ახლა თქვენზეა დამოკიდებული: გამოიყენეთ თქვენი საარჩევნო უფლება! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოხალისეებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე გვეხმარებიან. ისინი, თავიანთი ძალისხმევით, ამ არჩევნებს შესაძლებელს ხდიან. თქვენი ერთგულება ფასდაუდებელია ჩვენი დემოკრატიისთვის. ახლა ყოველი ხმა მნიშვნელოვანია: გთხოვთ, მომანიჭოთ ნდობა. დააფიქსირეთ ნიშანი აუცილებელი პოლიტიკური ცვლილებისთვის – მიეცით ორივე ხმა ქრისტიან-დემოკრატებს", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

დღის ამბები