30 აგვისტო 2026,   03:58
ვრცლად
"ყველაზე კარგი კანონიც კი ვერ იმუშავებს" - გიორგი შარაშიძე ხელისუფლების ახალ კანონპროექტებზე

ამერიკული "ფარას" ზუსტი ასლი და მედიის კანონის ბრიტანული მოდელი- "ქართული ოცნება" დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას მომავალ კვირას იწყებს.

პაკეტი მოიცავს საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვის რეგულაციებსაც. საკანონმდებლო ცვლილებები მიუღებელია ოპოზიციისთვის. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ყველაძე კარგი კანონიც ვერ იმუშავებს, რადგან "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურს.

"ოცნებამ" მსოფლიოში საუკეთესო კანონიც რომ გადმოწეროს და მართლაც სიტყვასიტყვით გადმოაქართულოს, ამ კანონს ვერ ექნება ვერანაირი კეთილშობილური მიზანი, რადგან დღევანდელი "ოცნების" მთავარი მიზანი არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. ნებისმიერი, ყველაზე კარგი კანონიც კი ვერ იმუშავებს", - განაცხადა შარაშიძემ.

დღის ამბები