22 ივნისი 2026,   04:13
ვრცლად
Delta-ს თვითმფრინავი ბორტზე გაჩენილი კვამლის გამო ავარიულად დაეშვა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

Delta Air Lines-ის თვითმფრინავი, რომელიც ლოს-ანჯელესის აეროპორტიდან სიდნეის მიმართულებით მიფრინავდა, ბორტზე გაჩენილი კვამლის გამო, იძულებული გახდა, აეროპორტში დაბრუნებულიყო და ავარიულად დაშვებულიყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში აფრენიდან დაახლოებით 30 წუთში დაბრუნდა.

Delta-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა აეროპორტში. ბორტზე 162 მგზავრი იმყოფებოდა, ისინი სიდნეიში სხვა რეისით გაფრინდებიან. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები