22 ივნისი 2026,   07:11
ვრცლად
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში - ვინ მოაზრება ქვეყნის მომავალ კანცლერად

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლების პასუხები გამოცხადდება.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 8 პოლიტიკური ჯგუფი მონაწილეობს. ბოლო მონაცემებით, პირველ ადგილზე "ქრისტიან-დემოკრატიული" და "ქრისტიან-სოციალისტური" პარტიების კოალიციაა, რომელსაც ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობს. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში 30%-ს იღებს.

მეორე ადგილს "ალტერნატივა გერმანიისთვის" იკავებს, რომელსაც ალის ვაიდელი ხელმძღვანელობს. მას საზოგადოების 20%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი მესამე ადგილს იკავებს. მას საზოგადოების, დაახლოებით, 16% უჭერს მხარს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი გახდება. მერცის გაერთიანებას მინიმუმ ერთ პარტიასთან კოალიცია დასჭირდება, რათა ბუნდესტაგში უმრავლესობა მოიპოვოს.

ბუნდესტაგი 622 დეპუტატი აირჩევა, მათგან ნაწილი ნახევრად მაჟორიტარული სტილით, ნაწილი კი პირდაპირი წესით იქნებიან არჩეულნი. თითოეულ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა დასჭირდება, რათა ბუნდესტაგში ადგილი დაიკავონ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დაახლოებით, 59,2 მილიონ გერმანელს აქვს.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის სამი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიცია დაიშალა.

დღის ამბები