"ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წელს, 23 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას გზაზე, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები - იუნკერები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იუნკრების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
ყავლაშვილის თქმით, აღმაფრთოვანებელია იუნკრების სიმამაცე, რომლებიც მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან შეუპოვრად იბრძოდნენ.
"დღეს, სწორედ ამ გმირ ახალგაზრდებს მივაგებთ პატივს. ყოველ წელს, 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილისა და, ამავე დროს, სიამაყის დღე.
თითოეული იუნკერის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აღფრთოვანებას იწვევს ჩვენი იუნკერების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს საამაყო, გმირ იუნკერებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.