22 ივნისი 2026,   10:43
ვრცლად
"ის უფრო ცუდად არის, ვიდრე გუშინ იყო" - რომის პაპის მდგომარეობა კრიტიკულია

რესპირატორული კრიზისის შემდეგ, რომის პაპ ფრანცისკეს მდგომარეობა კრიტიკულია, - ინფორმაციას BBC ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მას ასთმის მსგავსი რესპირატორული კრიზისი ჰქონდა და სისხლის გადასხმა დასჭირდა. ეს აუცილებელი იყო, რადგან ანალიზებმა აჩვენა, რომ მას ჰქონდა თრომბოციტების ძალიან დაბალი რაოდენობა - მიახლოებული ანემიასთან. მდგომარეობა რჩება კრიტიკული. ის უფრო ცუდად არის, ვიდრე გუშინ იყო", – აღნიშნულია ვატიკანის განცხადებაში.

88 წლის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. 14 თებერვალს ის კლინიკაში გადაიყვანეს.

დღის ამბები