ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. სიკორსკი რუბიოს ვაშინგტონში ეწვია.
მხარეებმა აშშ-ისა და პოლონეთის ურთიერთობებზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომზე, რომლის დასრულებაც, ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტია.