ისრაელში რამდენიმე ცარიელი ავტობუსი აფეთქდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამართალდამცველების ინფორმაციით, მომხდარი "სავარაუდო ტერორისტულ აქტს" წარმოადგენს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ინფორმაციას აწვდიან და ის მალე უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასების მიზნით თათბირს გამართავს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გაიცა მითითება, რომ ყველა ავტობუსი და მატარებელი გაჩერდეს და შემოწმდეს.