ჩეხეთში, ცივი იარაღით 2 ქალი მოკლეს - ბრალდებული 16 წლის ჩეხეთის მოქალაქე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მკვლელობა, ქალაქ ჰრადეც-რალოვეში, სავაჭრო ცენტრში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა ჭრილობების სიღრმიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა დაზარალებულთა გადარჩენა.
მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.