26 აგვისტო 2026,   07:19
ვრცლად
EV Exposition - ელექტრომობილების პირველი გამოფენა საქართველოში

5 აპრილს, საქართველოში პირველად, EV Exposition – ელექტრომობილების გამოფენა გაიმართება. ეს იქნება პლატფორმა, სადაც ელექტრომობილების ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, ბრენდები და მომხმარებლები გაერთიანდებიან მომავლის ტრანსპორტის გასაცნობად.

EV Exposition-ის ორგანიზატორია EV NEWS – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას.

● პირველად საქართველოში – ფართო საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა უშუალოდ გაეცნოს სხვადასხვა ელექტრომობილის მოდელს, მათი მახასიათებლების, უპირატესობებისა და ეკოლოგიური სარგებლის შესახებ.

 პირდაპირი კავშირი მომხმარებელთან – ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, სადაც პოტენციური მყიდველები უშუალოდ მიიღებენ ინფორმაციას და გაიგებენ დეტალებს სხვადასხვა მოდელის შესახებ.

 ბრენდისა და მოდელის ცნობადობის ზრდა – გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი ელექტრომობილების 20-მდე პროვაიდერი. ისინი წარადგენენ უახლეს მოდელებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

EV Exposition-ს აქვს სამი მთავარი მიზანი:
1. ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარება საქართველოში – ბაზრის ხელშეწყობა და ზრდა.
2. ცნობიერების ამაღლება – ელექტრომობილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ეკომეგობრული ტრანსპორტის მხარდაჭერა.
3. ინოვაციის წახალისება – თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია.


Email: [email protected] 
Tel: 598130913

 

 

(R)

დღის ამბები