"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის განცხადება, რომელიც საქართველოში მომიტინგეებს მოუწოდებს, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ლორა თორტონის განცხადება მიუღებელია და მსგავსი შინაარსის მოწოდებების საზოგადოებისთვის არაფერს არ წარმოადგენს.
"ესეც იმ მავნებლების წარმომადგენელია, რომელიც მაგალითად USAID-ი, NED-ი იყო და ა.შ. აქ ახალი არაფერი არ არის. მათი მოწოდებები არაფერს ნიშნავს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აზროვნებს, დგას სწორ მხარეს, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს. ამ ადამიანის მსგავსი ტიპის განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია და საზოგადოებისთვის არაფერს არ წარმოადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების ხელმძღვანელის საავტორო სტატია Civil.ge-ზე გამოქვეყნდა. ოპედის სათაურია - "როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება".