პროფესიული სასწავლებლების ენერგეტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტებისთვის, სტიპენდიების დანიშვნა გრძელდება.
ენერგეტიკის დარგში პროფესიონალების დეფიციტის შემსუბუქების მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" სტიპენდიატი ამჯერად ბათუმის კოლეჯ "ბლექსის" ორი სტუდენტი გახდა.
სწავლის დასრულების შემდეგ, სტიპენდიატები "ენერგო-პრო ჯორჯიაში" სტაჟირებისა და დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ.