22 ივნისი 2026,   12:55
ვრცლად
"არ უნდა იყოს გადაწყვეტილებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არც ევროპის უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებები ევროპის გარეშე" - დონალდ ტუსკი

"არ უნდა იყოს გადაწყვეტილებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არც ევროპის უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებები ევროპის გარეშე" - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საუბრობს. მისი თქმით, ვროპა მზადაა ჩაერთოს უკრაინის სტაბილიზაციისა და მშვიდობის პროცესში. 

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი შეხვედრები არ სრულდება გადაწყვეტილებებით, რადგან ეს არ იყო ისეთი ორგანო, რომელსაც შეეძლო ასეთი სავალდებულო და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება სხვათა სახელით. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, გამონაკლისის გარეშე, რაც შეიძლება მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ნატოს ყველა მოკავშირესთან. არ უნდა იყოს გადაწყვეტილებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არც ევროპის უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებები ევროპის გარეშე. ევროპა მზადაა ჩაერთოს უკრაინის სტაბილიზაციისა და მშვიდობის პროცესში, რადგან მომავალში ეს გადაწყვეტილებები აშკარად აისახება ჩვენს უსაფრთხოებაზე, პოლონეთსა და მთელ ევროპაზე," - ამბობს დონალდ ტუსკი.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მაგიდასთან არ არის წარმოდგენილი არც უკრაინა და არც ევროპა.

 

 

დღის ამბები