"ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტია არის ერთადერთი გზა, რომელიც ეფექტურად შეაჩერებს რუსეთს უკრაინაზე ხელახალი თავდასხმისგან," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი საუბრობს.
მისი თქმით, ბრიტანეთი აიღებს წამყვან პასუხისმგებლობას, რადგან უკრაინას უსაფრთხო მომავალი უნდა ჰქონდეს, ასევე ევროპას ჰქონდეს უსაფრთხო მომავალი.
"სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ არის. ეს არის მთლიანი ევროპის ეგზისტენციალური საკითხი და შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებისთვის. თავდაცვის მხრივ, აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს ნატოს დატოვებას, მაგრამ ჩვენ ევროპელებს მეტი გაკეთება მოგვიწევს. ტვირთის განაწილების საკითხი ახალი არ არის, მაგრამ ახლა აქტუალურია. ევროპელებს მოუწევთ წინსვლა, როგორც დანახარჯებით, ისე შესაძლებლობების კუთხით, რომელსაც ჩვენ მოვამარაგებთ. ევროპამ თავისი როლი უნდა შეასრულოს და მე მზად ვარ, განვიხილო ბრიტანეთის ძალების ადგილზე განლაგება სხვებთან ერთად, თუკი ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება იარსებებს. მაგრამ უნდა არსებობდეს ამერიკისგან ზურგი, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტია არის ერთადერთი გზა, რომელიც ეფექტურად შეაჩერებს რუსეთს უკრაინაზე ხელახალი თავდასხმისგან. დღეს მკაფიოდ განვაცხადებ, ბრიტანეთი აიღებს წამყვან პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით, რადგან უკრაინას უსაფრთხო მომავალი უნდა ჰქონდეს, ევროპას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მომავალი, ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მომავალი და დემოკრატიულმა ღირებულებებმა უნდა გაიმარჯვოს", - აცხადებს კირ სტარმერი.