22 ივნისი 2026,   12:57
ვრცლად
საუდის არაბეთში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მიმდინარეობს

აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ცოტა ხნის წინ დაიწყო. უკრაინაში ომის დასრულდების შესახებ მოლაპარაკება საუდის არაბეთში მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერები ელოდებიან, რა შედეგით დასრულდება ის. დღესვე განიხილება პუტინი-ტრამპის შეხვედრის შესაძლებლობაც. მოლაპარაკებების მაგიდასთან არ არის წარმოდგენილი არც უკრაინა და არც ევროპა.

შეხვედრის დაწყების წინ კომენტარები გაკეთდა რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის, კირილ დმიტრიევის თქმით, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების მომგვარებელი ჯგუფია. 

"რუსეთის და ამერიკის კარგი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად შეგვიძლია ძალიან ბევრ გამოწვევას ვუპასუხოთ. მოვაგვაროთ გლობალური პრობლემები და ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენს მომლაპარაკებელ ჯგუფში უმეტესწილად ეკონომიკურ საკითხებზე ვიქნები პასუხისმგებელი. ჩვენ ეკონომიკის სფეროში ბევრის გაკეთება შეგვიძლია. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რუსეთიდან გასვლით ამერიკულმა ბიზნესმა 300 მილიარდი დოლარი დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების მომგვარებელი ჯგუფია. ადამიანები არიან, რომლებმაც უკვე უპასუხეს ბევრ გამოწვევას და ეს ძალიან მარტივად გააკეთეს", - ამბობს კირილ დმიტრიევი.

დღის ამბები