პარიზის ელისეის სასახლეში, უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების არაფორმალური საგანგებო სამიტი 3 საატზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და დანის წარმომადგენლები მიიწვია, შეხვედრას ესწრებიდა ნატო-ს გენერალური მდივანიც.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელზე დაწერა, რომ ტრამპსა და ზელენსკის ესაუბრა.
მაკრონი წერს, რომ ომის დასრულებას უნდა ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს.
"მუდმივ კონტაქტზე შევთანხმდით. უნდა უზრუნველვყოთ საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შედეგი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
"დღეს პარიზში დავადასტურეთ, რომ უკრაინა იმსახურებს სიძლიერეზე დამყარებულ მშვიდობას.
ევროპა სრულად იღებს საკუთარ წილს უკრაინის სამხედრო დახმარებაში", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
"ევროპა მზადაა წინსვლისთვის და სურს უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას" - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ლიდერების შეხვედრას.
"საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ უკრაინის მომავალი, ეს ეგზისტენციალური საკითხია მთელი ევროპისთვის", – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.
"სამწუხაროდ, ახლა რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ უკრაინელებმა ის მიიღონ, რაც სჭირდებათ, რათა ეს ომი არ წააგონ", - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპა გადალახავს მომავლის გამოწვევებს ძლიერი და სუვერენული გზით", - აცხადებს ოლაფ შოლცი.