22 ივნისი 2026,   10:11
ვრცლად
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპელი ლიდერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ხელიდან გაუშვეს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ინიციატივის შესაძლებლობა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპელი ლიდერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ხელიდან გაუშვეს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ინიციატივის შესაძლებლობა.

ვიქტორ ორბანმა ამის შესახებ ბუდაპეშტში, სერბეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს უფრო ფართო კონტექსტში იქნება განხილული. როგორც თავად აცხადებს, მისთვის მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ევროპელებს რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მიღება პრესიდან მოუწევთ.

დღის ამბები