26 აგვისტო 2026,   11:16
ვრცლად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან - მამუკა მდინარაძე

სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი აღდგება. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, აღნიშნული მუხლი თავის დროზე, სისხლის სამართლის კოდექსიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოიღო.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი - აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს თუ არა, ან სიმბოლური იყოს, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე 2007 წლის აპრილის თვეში", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები