22 ივნისი 2026,   07:14
ვრცლად
მოზამბიკელი მამაკაცების წინადაცვეთა, კამბოჯელი მეწარმეების გაძლიერება, ბანგლადეშის პოლიტიკური ლანდშაფტის გაუმჯობესება... - ტრამპის ადმინისტრაციამ მილიონობით დოლარის პროექტები გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები უნდა დახარჯულიყო შემდეგ პროექტებზე:

- $10 მილიონი "მოზამბიკში მამაკაცის ნებაყოფლობით სამედიცინო წინადაცვეთაზე";

- $9,7 მილიონი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში "სამეწარმეო უნარების მქონე კამბოჯელი ახალგაზრდების კოჰორტის" შესაქმნელად;

- $2,3 მილიონი "კამბოჯაში დამოუკიდებელი ხმების გასაძლიერებლად";

- $32 მილიონი პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრს;

- $40 მილიონი "გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ცენტრისთვის";

- $14 მილიონი სერბეთში "სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად";

- $486 მილიონი "არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმისთვის", მათ შორის, $22 მილიონი "ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკური პროცესისთვის" მოლდოვაში და $21 მილიონი ამომრჩეველთა აქტივობისთვის ინდოეთში;

- $29 მილიონი "ბანგლადეშში პოლიტიკური ლანდშაფტის გასაძლიერებლად";

- $20 მილიონი ნეპალში "ფისკალური ფედერალიზმისთვის";

- $19 მილიონი ნეპალში "ბიომრავალფეროვნების შესახებ საუბრებისთვის";

- $1,5 მილიონი ლიბერიაში "ამომრჩეველთა ნდობისთვის";

- $14 მილიონი "სოციალური ერთიანობისთვის" მალიში;

- $2,5 მილიონი "ინკლუზიური დემოკრატიებისთვის სამხრეთ აფრიკაში";

- $47 მილიონი დოლარი "აზიაში სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად";

- $2 მილიონი "მდგრადი გადამუშავების მოდელების" შემუშავებისთვის, რათა "გაძლიერდეს სოციალურ-ეკონომიკური ერთიანობა მარგინალიზებულ კოსოვოელ ბოშებს, აშკალებსა და ეგვიპტურ თემებს შორის".

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვა. 

დღის ამბები