22 ივნისი 2026,   04:14
ვრცლად
ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში ძლიერი მიწისძვრა იყო. 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ხუზესტანის პროვინციაში, ქალაქ ენდიმეშკში მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ირანის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:25 საათზე დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციით, ეპიცენტრი 15 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ენდიმეშკის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

დღის ამბები