22 ივნისი 2026,   10:40
ვრცლად
ძლიერი ქარიშხალი და წყალდიდობა აშშ-ში - დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

აშშ-ში, ძლიერი ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 9 ადამიანი კენტუკის, ერთი კი ჯორჯიას შტატში დაიღუპა.

ქარიშხლის შედეგად, დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

კენტუკის გუბერნატორის განცხადებით, მაშველები სამძებრო-სამაშველო ფაზაში არიან და, 24 საათზე ნაკლებ დროში, 1000-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

გუბერნატორმა ენდი ბეშირმა ქარიშხალი აღწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური მოვლენა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში უნახავთ.

ქარიშხალმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენატენესის, კენტუკისა და ვირჯინიის შტატებს.

დღის ამბები