22 ივნისი 2026,   04:13
ვრცლად
ინდოეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

ინდოეთში, დელიში, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო, რაც კი აქამდე უგრძნიათ. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

India Today-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთის დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ჩრდილოეთ ტერიტორიაზე იგრძნობოდა.

მედიის ინფორმაციით, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნიუ-დელიდან სამხრეთ-დასავლეთით, 4 კილომეტრში მოხდა და "რამდენიმე წამი" გაგრძელდა.

ინდოეთის ეროვნულმა სეისმოლოგიურმა ცენტრმა X-ზე დაადასტურა, რომ მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, დილის 5:36 საათზე მოხდა და ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მედიის ცნობით, შეშინებულმა მოსახლეობამ სახლების "რხევის" ხმისგან გაიღვიძა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. რეგიონში მოქმედებს ცხელი ხაზი.

დღის ამბები