26 აგვისტო 2026,   00:29
ვრცლად
დროში მოგზაურობა და ერთ სივრცეში თავმოყრილი უძველესი ქართული იარაღი - თბილისში, ძველ ქარვასლაში ქართული იარაღის მუზეუმი ფუნქციონირებს

დროში მოგზაურობა და ერთ სივრცეში თავმოყრილი უძველესი ქართული იარაღები - თბილისში, ძველ ქარვასლაში ქართული იარაღის მუზეუმი ფუნქციონირებს. იდეის ავტორი ეთნოგიდი დავით ნასარიძეა.

მსგავსი ტიპის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია. ქართული იარაღის კონტაქტური და ინტერაქტიული მუზეუმის გახსნის იდეა დავით ნასარიძეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. აქ ნებისმიერს შეუძლია ექსპონატს ხელით შეეხოს, მოირგოს აბჯარი, გადაიღოს ფოტოები. ყველაფერი კი სამი პატარა სათამაშო ინდიელით დაიწყო.

მუზეუმმა არა ერთხელ შეიცვალა ლოკაცია და აქ არსებული კოლექციაც ნელ-ნელა მდიდრდებოდა. საბედნიეროდ საქართველოში კიდევ არიან ოსტატები, რომლებიც ძველი, ტრადიციული წესით ამზადებენ იარაღს.

ქართული ცივი იარაღი უნდა ყოფილიყო პრაქტიკული და რაც მთავარია მსუბუქი. ამას თავისი მიზეზი და ახსნა აქვს.

ალბათ ბევრს გსმენიათ, რომ ვახტანგ გორგასალი იბრძოდა 18 კილოგრამიანი ხმლით და ამის ბევრს სჯერა. ეს, რა თქმა უნდა, მითია, რომელიც ხალხმა აიტაცა. ასეთი წონის ხმალი უბრალოდ არ არსებობდა.

ქართული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ყველაზე ცნობილი მაჭახელას თოფია. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროსთვის ის ბევრად უფრო პრაქტიკული იყო, ვიდრე სხვა იარაღები. ტყვია იყო შედარებით პატარა, შესაბამისად, სასროლი მანძილიც საკმაოდ დიდი ჰქონდა.

მუზეუმში ინახება უძველესი იარაღებიც, რომლებსაც ჟანგიც არ აქვს მოცილებული. დავითს ამაზეც თავისი ახსნა აქვს.

წლების განმავლობაში ძალიან ბევრი უნიკალური ნივთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს. სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოსახლეობისგან დაბალ ფასებში ყიდულობდა იმ ნივთებს, რომლებსაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ქართული შეიარაღების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია ღაჯია: პატარა და საკმაოდ პრაქტიკული სათითე, რომელიც მტერს გარკვეულ ზიანს აყენებდა.

ქართულ იარაღზე ძალიან დიდ ხანს შეიძლება საუბარი, თუმცა ყველაზე კარგია თუ ეწვევით ამ მუზეუმს. დავით აქ საუკეთესო გიდობას გაგიწევთ.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები